საუზმე იშლება ყოველ დილით 8-დან 12 საათამდე.
საუზმის შვედურ მაგიდაზე წარმოდგენილია კერძების მრავალფეროვანი არჩევანი: ქართული მაწონი, ცხელ-ცხელი პურ-ფუნთუშეული, ხილი და ბოსტნეული, თხილი, ჩირი, სხვადასხვა სახის მურაბა და ა.შ.
გარდა შვედური მაგიდისა, სტუმრებს შეუძლიათ დამატებით შეუკვეთონ ცხელი კერძები, როგორიცაა ომლეტები, სენდვიჩები, ბელგიური ვაფლი ხილით ან შოკოლადით, ბლინები, ფაფები რძით, წყლით ან ულაქტოზო რძით, ა.შ.